თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ვაკის რაინში, კერძოდ კი ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილიდან live ჩართვით ის მდგომარეობა აღწერა, რაც ხდება გამზირზე. კადრებში კარგად ჩანს საკანალიზაციო ჭები, რომელიც სავსე ფეკალიებით.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ დაიწყო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე GWP განახორციელებს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას. შეიცვლება წყლისა და წყალარინების ქსელი. პარალელურად დაიწყება საგზაო სამუშაო და გამზირის კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს და მის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის გამოცვლა, ასფალტის საფარის განახლება, განათების თანამედროვე სისტემის მონტაჟი და ა.შ. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარამდე დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით, 24-საათიან რეჟიმში. თუმცა, სამუშაო არის საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბური, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ცნობისთვის, შეზღუდულია მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე წინასწარ გამოცხადებულ მონაკვეთზე (ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე), ხოლო მოძრაობას აკონტროლებს საპატრულო სამსახური.