კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N43-სა და აბაშიძის ქუჩის N22-ში სკვერები განახლდა.

ორივე სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, განახლდა განათებისა და სარწყავი სისტემები, სკვერებში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედნები; ჭავჭავაძის გამზირის N43-ში ასევე მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა მოეწყო. 

ინფრასტრუქტურული პროექტების დასკვნით ეტაპზე სკვერებში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა - ჭავჭავაძის N43-ში 45 ძირი ხე-მცენარე, აბაშიძის N22-ში კი - 51 ბუჩქი დაირგო.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დეპუტატ ზურაბ რურუასა და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდა.