"იმ შემთხვევაში, თუ "უნიმედ აჭარა" დაკისრებულ სანქიცებს არ შეასრულებს, მართვის უფლება ჩამოერთმევა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღეს მინისტრმა მედიასთან, ხულოში, "ევექსის" კუთვნილ კლინიკაში გარდაცვლილი 24 წლის პაციენტის დავით დავითაძის საქმის დეტალებზე ისაუბრა და რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნა წარმოადგინა. დასკვნის თანახმად "უნიმედ აჭარაში", რომელიც "ევექსის" შემადგენლობაში შედის, უამრავი დარღვევა იქნა აღმოჩენილი.
"შპს „უნიმედი აჭარამ“ ვერ უზრუნველყო წარმოდგენილ რეფერალურ ქსელში ჩართულობის სქემით გათვალისწინებული ვალდებულება და შესაბამისად, რისკის ქვეშ დააყენა ქირურგიული და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სერვისის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, შეიქმნა გარემოებები, რის გამოც დროულად და ოპერატიულად ვერ განხორციელდა პაციენტისათვის ადექვატური სამედიცინო დახმარება" - ვკითხულობთ პირველად დასკვნაში.
დავით სერგეენკო: "რაც შეხეევა სანქციებს, „უნიმედ აჭარაზე“ არსებული კანონმდებლობა და რეგულაცია ამ სანქციებს ითვალისწინებს და ათვლა უკვე დაწყო. ეს არის ფინანსური ჯარიმა და ე.წ. გონივრული ვადის მიცემა "უნიმედ აჭარასთვის", ხარვეზების გამოსასწორებლად.
სანამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდებოდა, იქამდე ერთი კვირით ადრე, მონიტორინგი გავაძლიერეთ და საქმის კურსში ვართ რა ხდება რეგიონის მასშტაბით. ადრეც ვიყავით საქმის კურსში მაგრამ ახლა გავაძლიერეთ კონტროლი. თუ არ გამოსწორდა ეს ყველაფერი, შემდეგი ნაბიჯი იქნება გაზრდილი ფინანსური სანქცია და თუ ამ შემთხევვაშიც არ გამოსწორდა უიკვე მართვის უფლების ჩამორთმევა იქნება, რაც კლასიფიცირდება მართვის უფლების შეუსრულებლობით. მჯერა, რომ მმართველი კომპანია არ მიიყვანს აქამდე საქმეს. ისინი ადეკვატურად აფასებენ ამ ყველაფერს. იმ გადაწყვეტილებას, რაც ადრე ჰქოდათ, გამოსულიყვნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, რამდენადაც ვიცი გადახედავენ. ყოველ შემთხევევაში, შეხვედრაზე სამედიცინო დირექტორმა დამიდასტურა ეს ყველაფერი" - განაცხადა მინისტრმა.