უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ," - წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

არსებული ცნობით, გიორგი ნარმანია ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 37 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.