თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები პირები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 
დაპირისპირება ადგილზე მყოფ პირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე მუდმივად მცხოვრები პირების უმრავლესობა კრედიტორის შეთავაზებას დათანხმდა. 

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეების განრიდების პროცესში, ერთ-ერთმა მხარემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
აღსრულების პროცესი თვალჭრელიძის ქუჩაზე გრძელდება. ამ დროისთვის, ადგილზე მუდმივად მცხოვრები პირების უდიდესი ნაწილი კრედიტორის შეთავაზებას ქირასა და კომპენსაციასთან დაკავშირებით დათანხმდა.