პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.
განაცხადების მიღება გაგრძელდება:
რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე
სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:
რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;
ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის - ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში
შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წელი, ხოლო ქალებს - 18-40 წლის ჩათვლით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.