გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევით ცენტრში გაიმართა, ფუტკრის პარაზიტის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პრობლემის მართვისთვის ერთობლივი და კომპლექსური მოქმედების აუცილებლობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები.