საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" აცხადებს, რომ საჭიროა ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის განახლება. 2015 წლიდან ეს საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით, როგორც გამსახურდია ამბობს, ორი წელი გავიდა იმის მერე და გამოძიება წინ არ წასულა, როცა ბიძინა ივანიშვილის საკუთრების ხელყოფა რომ მომხდარიყო პროკურატურა ამ თემას მაშინვე გამოიძიებდა.
"მე ვერსიები არ მაქვს, აქ არის ერთი სიმართლე, ერთი ჭეშმარიტება. თავი რომ დავანებოთ 24 წელს, სულ რომ თავი დავანებოთ ამ განვლილ დროს. თუმდაც ეს 2 წელი ყოფილიყო, რაც ეს საქმე გადაკვალიფიცირდა. ამ ორი წლის განმავლობაში რომ მომხდარიყო, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მე არ ვუსურვებ მას ის გამოიარონ იგივე რაც ჩვენ გამოვიარეთ, მაგრამ რომ მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფა კი არა, მისი საკუთრების ხელყოფა, ამ ორი წლის განმავლობაში თქვენ როგორ გგონიათ რას იზამდა პროკურატურა?
ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელს, მამაჩემის საფლავზე მემორიალურ ღონისძიებაზე, ჩვენ სამმა ძმამ მივმართეთ ხელისუფლებას გამოძიების დაჩქარებაზე. მოგეხსენებბათ შევარდნაძის დროს ამ გამოძიებას რა ბედი ეწეოდა. ეს მასალები უბრალოდ თაროზე იმტვერებოდა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დროს გარკვეული მოქმედებები ჩატარდა, შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია არ მიენიჭა საგამოძიებო ფუნქციები. ამის მიუხედავად ამ კომისიის მიერ ზღვა მასალა შეგროვდა. მასალა რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლრლობას", - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.