ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა.
ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იყო
ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.












