ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი,  ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად, მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკასა და ფოტოხელოვნებას.

ვუსამძიმრებ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ საზოგადოებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო,"- აღნიშნულია სამძიმრის წერილში