ცნობილი ფოტოჟურნალისტი, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორიას საზოგადოება იცნობს, ასევე როგორც ჟურნალისტსა და დიპლომატს. ის ფოტოხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესდა და მას მერე ფოტოზე მილიონობით უნიკალური და ისტორიული კადრი აღბეჭდა.
გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში არაერთ მედიასაშუალების კორესპონდენტი იყო, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე 34 წელი იმუშავა. ასევე მუშაობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტის რანგში. იყო დიპლომატიურ სამსახურში - საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი თურქეთში.




