ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის  მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს.

მაშველებმა თვალაუხელელი 2 პატარა ლეკვის მდებარეობა სწრაფად განსაზღვრეს და მილებიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. 

მოგვიანებით, ძებნის შემდეგ, მათ ლეკვების დედაც იპოვეს და შვილები დაუბრუნეს. მაშველებმა, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, ჭა საიმედოდ დალუქეს.