"ნუ იყიდი, აიყვანე თავშესაფრიდან" - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ კამპანიაზე "პალიტრანიუსის" დილის გადაცემაში, სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა ისაუბრა. 

"არის სტერეოტიპი რომ სუფთა ჯიშის ძაღლი უფრო მაღლა დგას ვიდრე მეტისი, რაც ასე ნამდვილად არაა. მეტისაც იგივე გრძნობები აქვს, სიყვარულის გადმოცემაც იგივენაირად შეუძლია და იგივე თვისებები აქვს როგორიც სუფთა ჯიშის ძაღლს. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაც ესაა, რომ ხალხს დავანახოთ რომ არაა საჭირო ვიყიდოთ სადმე მომშენებელთან ან ბიზნეს სუბიექტთან და ვიზრუნოთ მეტისებზე. მუნიციპალურ თავშესაფარში უამრავი ცხოველია რომელიც ელოდება მზრუნველ პატრონს. მოვუწოდებ ხალხს, რომ მოვიდნენ, ნახონ, გაასეირნონ და წაიყვანონ ჩვენი თავშესაფრიდან. ამავე დროს ჩვენი სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს გაჩუქებული ცხოველებისას, რადგან სამწუხაროდ ხშირად არის ფაქტები, რომ წაუყვანიათ და მეორე დღეს ქუჩაში გაუშვიათ. 

აქ ის მომენტიცაა, როცა ლეკვს ხედავენ ჰგონიათ რომ სულ ასეთი პატარა იქნება და რომ იზრდება აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, იქ გასეირნება სჭირდება, ვეტერინარი სჭირდება და ასე შემდეგ. ასეთ ძაღლებს ხშირად შევხვედრივართ ქუჩაში, სამწუხაროდ", - განაცხადა კობიაშვილმა.