სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებს სააგენტომ თბილისის N176 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად სკოლა ახალ სასწავლო წელს ევროსტანდარტების შესაბამისი, მოსწავლეთა სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებით შეხვდება: სპორტდარბაზი, სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა.
დარბაზებს ინდივიდუალური გასახდელი ოთახები და საპირფარეშოები აქვს. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები, რომელთაც გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და შესაბამისი სერთიფიკაცია. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 109 372 ლარი.