თბილისის მერი კახი კალაძე დედაქალაქის მერიის სტრუქტურულ რეფორმას იწყებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის სტრუქტურულ რეფორმების მიმართულებები იქნება: ურბანული; გარემოს დაცვა; ტრანსპორტი; ზედამხედველობა; შესყიდვები; მუნიციპალური სერვისები; საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება; კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა.
სფეროს ძირითადი მიმართულებები - მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება; დაგეგმარება და განახლება; ქალაქ მშენებლობითი პროცესების მართვა.
შესაბამისად, თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური შეიქმნება.
თბილისის მერის ეს ინიციატივა დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად გაეგზავნება.