საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საქართველომ, სტიქიასთან საბრძოლველად, სამი ერთეული თოვლმავალი შეიძინა.
"სამი ერთეული თოვლმავალი უკვე შევიძინეთ, ეს, რა თქმა უნდა, დავიმატეთ. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ სტიქიაა, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა საკითხი, დამატებით შეგვეძინა თოვლმავლები და, რა თქმა უნდა, შევიძინეთ", - განაცხადა თემურმა მღებრიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს.