ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სამშაბათს, ოვალურ კაბინეტში, აღმასრულებელ კანონებზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საშუალებას მისცემს მდიდარ ადამიანებს გადაიხადონ 5 მილიონი დოლარი „ოქროს ბარათში“, რომელიც მათ მუდმივ ბინადრობს მისცემს შეერთებულ შტატებში, სედეგად კი დასრულდება არსებულ პროგრამა, რომელიც სთავაზობს მწვანე ბარათებს იმ ადამიანებს, ვინც ინვესტირებას ახდენს ქვეყანაში.
„მდიდრები ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში, იყიდიან ამ ბარათს, ისინი იქნებიან მდიდრები და წარმატებულები, დახარჯავენ უამრავ ფულს, გადაიხდიან უამრავ გადასახადს და დაიქირავებენ უამრავ ადამიანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს <პროგრამა> იქნება ძალიან წარმატებული“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ რუს ოლიგარქებს შეეძლებათ გახდნენ ოქროს ბარათის შეძენის პრეტენდენტები.
პრეზიდენტის თქმით, პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ამოქმედდება, სამართლებრივი თვალსაზრისით ლეგალურია და არ საჭიროებს კონგრესის თანხმობას.
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, ამ ოქროს ბარათის შეძენის მსურველებმა შემოწმება უნდა გაიარონ.