გუშინ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებ ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მელიქიშვილის გამზირზე მდებარე კახა კალაძის შტაბთან აქცია ისევ გამართეს.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა: ყველას მოვუწოდეთ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალი ოპოზიციონერების წისქვილზე ასხამს წყალს
შეგახსენებთ, შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
ასევე უწყების განცხადებაში ნათქვამია: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში