ლივერპულში, მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 6 სექტემბერს რინგზე ორი ქართველი სპორტსმენი გავიდა.
70 კგ, 1/16 ფინალი ლუკა ნიქაბაძე - ჯუნსუ კიმი (კორეა) 3:2
60კგ, 1/16 ფინალი არტიუშ გომციანი - განტუმურ ლუნდა (მონღოლეთი) 0:5
7 სექტემბერს რინგზე თავის პირველ ორთაბრძოლას გამართავს პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული (65კგ). მეთექვსმეტედფინალურ ორთაბრძოლაში მისი მეტოქე მუსა ზუბაირ ალჰავსავი (საუდის არაბეთი) იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ნიქაბაძემდე მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრებში გაიმარჯვეს და მერვედფინალში გავიდნენ გიორგი ნატროშვილი (75კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) და სახილ ალახვერდოვი (50კგ).