თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

ისმოდა ერთმანეთის მიმართ შეურაცმხყოფელი სიტყვები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.