თბილისში, ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, ის კონტაქტური იყო.
აფეთქების შედეგად, ავტოფარეხის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფანჯები და ეზოში მდგომი ავტომობილები დაზიანდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განიცხადეს, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. მათვე თქმით, შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წყარო: რუსთავი 2