ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში,  ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბექტენოვის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.

ოლჟას ბექტენოვი სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მოსახლეობასა და დაღუპულთა ოჯახებს.

“ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში,  ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს.

ამ მძიმე წუთებში ყაზახეთი იზიარებს თქვენს მწუხარებას. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას”, - ნათქვამია  ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.