აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

„პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ამბავმა ღრმა მწუხარება გამოიწვია.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს.

დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ: ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.