თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საპატიო თბილისელის, ჟურნალისტისა და სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის, გარდაცვალების გამო
"ჯამლეტ ხუხაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებაში. ასევე ძალიან დიდია მისი დამსახურება ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ბატონი ჯამლეტი დააკლდება მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, სპორტულ საზოგადოებას. ვიზიარებთ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას." - ნათქვამია საკრებულოს გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორი, სპორტული რადიო "ჯაკოს" გენერალური დირექტორი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა