ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ შეფერხებაა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში.

„ამ ეტაპზე, 02:00 საათამდე ნავარაუდევია ხილვადობა 350 მეტრი, რაც არის ძალიან დაბალი და ამის გამო ავიაკომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, დაჯდომა განახორციელონ სათადარიგო აეროპორტებში“, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.

თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“, ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.