რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა სამუშაოები - წუთი წუთზე აქ საავტომობილო მოძრაობა  აღდგება, - ამის შესახებ თბილისის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა სამუშაოები თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართამდე არსებულ მონაკვეთზე (განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო გზის საფარი ქვედა ფენებში). წუთი წუთზე აქ საავტომობილო მოძრაობა  აღდგება“, -  წერს მანანა თოქმაჯიშვილი.