დედაქალაქის მერმა მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, ფონდის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათვალიერა და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. სტუმრებს მასპინძლობა ფონდის დამაარსებელმა დედა თინათინმა გაუწია.
კახა კალაძემ ბერი ანდრიას ფონდს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი ანუკი არეშიძე ფონდის „კეთილი ნების“ ელჩად აირჩიეს.
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში უანგაროდ ეხმარება. ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაცია 42 ბავშვზე ზრუნავს. მათ შორის არიან პატარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.










