გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა" 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)." - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.