საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ მაგიდის ჩოგბურთელ ანასტასია ჩხარტიშვილს რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა მიულოცა, მას მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც სარეიტინგო ტურნირზე გამარჯვება შეძლო.


საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ანასტასია ჩხარტიშვილის პირადი მწვრთნელი კახაბერ ჩხარტიშვილი და  საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ნინო ხვიჩია ესწრებოდნენ. 


ანასტასია ჩხარტიშვილმა ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ხელი მოაწერა მაგიდის ჩოგბურთის ჩოგანს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებასა და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს.


რიგის საერთაშორისო ტურნირში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ჩხარტიშვილი 15-წლამდელთ