საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სახელმწიფო დაცვა დაენიშნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო (კოკა) კაციტაძეს.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია: 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის N73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. 2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა“.

პრემიერის განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.