ინტერნეტის, ტელეფონის, ტელევიზიის სერვისით უწყვეტად სარგებლობა შესაძლებელი ხდება სილქნეტის დამატებითი მომსახურებით "კრედიტით".
შეჩერებული მომსახურების 3, 7, 15 ან 30 დღით გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს: მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს და იდენტიფიცირების შემდგომ ჩაირთოს "კრედიტი" სასურველ პერიოდზე; აბონენტი მომსახურების აღდგენას შეძლებს სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული საკონტაქტო ნომრიდან სპეციალურ ნომერზე 90 001 შეტყობინების გაგზავნით; ასევე სერვის ცენტრში განაცხადის შევსებით შესაძლებელია "კრედიტით" სარგებლობა.
აბონენტს კრედიტის გააქტიურება შეუძლია მომსახურების შეზღუდვიდან 30 დღის განმავლობაში. 3 დღით სერვისის ჩართვა - 1.50 ლარია, 7 დღით-2 ლარი, 15 დღით- 3.5 ლარი, 30 დღით-4 ლარი.