სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, გეგმის მიხედვით დიდ მიტინგზე უნდა მიეყვანათ, სადაც ხალხი მოახდენდა მის დაცვას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შეიძლება ერთი-ორი ადამიანი უნდა დახვედროდა , შეპირება იყო დიდი მიტინგის.  ამ მიტინგზე მივიდოდა მიშა, მერე იქ დაიწყებოდა რაღაც პროცესები, იქ მისულ მიშას დაცვა არ დასჭირდებოდა, ხალხი მოახდენდა მის დაცვას. აქეთა მხრიდან 2-3 დღე უნდა შეენახათ ეს კაცი სადღაც და 2-3 დღეში უნდა მიეყვანათ აქციაზე“- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.