მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა .მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს ვინც მონაწილეობას იღებს ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში ,შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება! - წერს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
"დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას .
რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი?კლინიკა ,,ვივამედი "გადავიდა თავდაცვის რეჟიმში
სად არის აქ პაცინერის ინტერესები და უფლებები ?ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთოება ?
ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“.ყველაფერს აკეთებენ ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის.️
ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა
მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა .მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს ვინც მონაწილეობას იღებს ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში ,შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება!
შეგახსენებთსიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიის მე-3 მუხლით. საქართველოს კომნსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია“.