მიხეილ სააკაშვილს ნახევარი საათი რომ ჰქონდეს სიცოცხლე დარჩენილი, ანდერძად იტყვის - გაერთიანდით - ამის შესახებ ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სააკაშვილის მოწოდების მოკლე შინაარსია - გაერთიანდით. სააკაშვილს არ აქვს ამის თქმის უფლება? საერთოდ, მომაკვდავი რომ იყოს, ნახევარი საათი რომ ჰქონდეს დარჩენილი სიცოცხლე, ბოლო-ბოლო ანდერძად იტყვის ამას, პოლიტიკოსია. სხვათა შორის, ერთი რამ მინდა გითხრათ, ერთი წელი გახდა უკვე, რაც მე მასთან ურთიერთობა მაქვს, ერთი მახსოვს, „ეროვნული დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, გია ჭანტურია, რომელთანაც პოლიტიკის გარდა სხვა თემაზე ვერ ილაპარაკებდი. მას ჰქონდა ერთი სალაპარაკო თემა - პოლიტიკა. ასევე არის მიხეილ სააკაშვილი. მე მინახავს სხვა პოლიტიკოსები, პრეზიდენტები, რომელთანაც შეგეძლო გელაპარაკა ფეხბურთზე, სპორტზე, და ა.შ... ხოლო მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია თუ დგება - ჯანმრთელობა, პოლიტიკა, მეტი თემა ამ ადამიანისთვის საინტერესო... ანუ ეს არის ამ საქმისთვის შეწირული და მას როგორ უნდა უთხრა პოლიტიკაზე არ ილაპარაკოო“- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.