ამის შესახებ ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.
„დღეიდან ყველა უკანონო გადაწყვეტილებას ვაგზავნი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კლანის მოსამართლის დასანქცირების მოთხოვნით!!!“- წერს შალვა ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი” იტყობინება.