საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ პირველი არხის ჟურნალისტთა მხარდამჭერი განცხადება მიიღო.

განცხადების მიხედვით, გარკვეული პოლიტიკური წრეები თუ ცალკეული პერსონები კვლავაც განაგრძობენ მაუწყებლისა და მისი ჟურნალისტების შევიწროებასა და შეურაცხყოფას, რასაც თან ახლავს მუქარა. სამეურვეო საბჭო მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკური ძალებისგან საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოქმედების დღის წესრიგში უაპელაციო და უხეში ჩარევის, მასზე პოლიტიკური ზემოქმედების სრულიად უპერსპექტივო მცდელობას და აცხადებს, რომ ბოლომდე დაიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას.