საზეიმო ღონისძიების სამზადისის გამო, 13 დეკემბრის 20:00 საათიდან 15 დეკემბრის 21:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანზე მდებარე წრის გამოყენებით ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას.
შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, ამის შემდეგ კი ივანე მაჩაბლის, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით კვლავ თავისუფლების მოედანზე დაბრუნდებიან.
ალექსანდრე პუშკინის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ როგორც ალექსანდრე პუშკინის ქუჩის, ასევე რუსთაველის გამზირისა და გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით.
შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. თავისუფლების მოედნის გადაკეტვის შემთხვევაში, N316, N324, N364, N374, N380, N382, N383, N390 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებას შეძლებენ ამაღლების ქუჩის N11-მდე და უკან.
მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, N301, N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ზეთისხილის ხემდე, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას.
უკუმიმართულებისას, N306, N310, N314, N326, N342, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, ამის შემდეგ მტკვრის მარჯვენას სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.
N301,331,N337,N345 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები
ბარათაშვილის ხიდიდან ჩავლენ იუსტიციის სახლისკენ და იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
N305, N309, N325, N344, N350, N359, N371, N393 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბოლო გაჩერებაზე მისასვლელად, თავისუფლების მოედნის ნაცვლად მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში და გადავლენ „კონკის“ მხარეს.
N320,323,395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან აღარ ავლენ რუსთაველის გამზირზე და მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რის შემდეგ გადავლენ მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაუკავშირდებიან ხეთაგუროვის ქუჩას. ამის შემდეგ N323 და N395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ დადგენილი სქემით. N320 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები დაუკავშირდებიან ზაარბრუკენის მოედანს, ამის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.