ხვალ, 2 მარტს სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI-ში სარეკლამო გაყიდვების სახლის "ინტერ მედია" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის წლიურ ანგარიშზე პრესკონფერენციას გამართავს.

 

სარეკლამო გაყიდვების სახლი - ინტერ მედია , თავის მხრივ, წარმოადგენს ყველა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას, იმის დასადასტურებლად, რომ 2016-2017 წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი გაზრდის ნაცვლად, პირიქით - შემცირდა.

პრესკონფერენციას სპიკერი იქნება - ინტერ მედიის აღმასრულებელი დირექტორი -ზურაბ გუმბარიძე.

დამსწრე საზოგადოებასა და მედია საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია თემის გარშემო.