საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

ბიძგები თბილისის დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუსთან, სოფელ თაიასთან იყო.