9 ივნისს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. თითქმის ყველა რეგიონში ჰაერის ტემპერატურა მაღალია.
დღეს, ქუთაისში დღისით +32 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +31, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზეა. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ბორჯომში იწვიმებს, +29 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.