თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის დღეს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.
ნიკა გვარამია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში თვითონ მივიდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სადაც მოხდა მისი დაკავება.
"ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს". - თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს და პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.
„ხვალინდელ პროცესზე არ ვიქნები“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "რეაქცია".