საქართველოში, დაბა ასპინძასთან 21 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 5 კილომეტრი. მიწისძვრა თბილისის დროით 08:52 საათზე დაფიქსირდა.




