უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია, ამ დროისთვის ტაძარს ან ფრესკებს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა.
„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. ამ დროისთვის ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.