საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს საგარეჯოს რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
"მწუხარებას გამოვთქვამთ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვის გამო. საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგებს.
საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ნოდარ ათუაშვილმა პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და 5 ადამიანი დაიჭრა, რის შემდეგ თვითლიკვიდაცია განახორციელა.