საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობებს მოჭრიან. მთავრობის შესაბამისი განკარგულება საქართველოს მაცნეშია გამოქვეყნებული.

განკარგულების თანახმად, „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეებს 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „დერჩის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად მოჭრიან. 

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგ სახეობებს მოჭრიან: 9 მცირენაყოფიან ბალამწარა, 1 კაკლის ხე, 90 ჩვეულებრივი წაბლი, 1 იმერული მუხა. 

განკარგულების თანახმად, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწრობებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კონტროლს კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტაამენტი განახორციელებს. 

აღნიშნულ ხეებს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად მოჭრიან. 

„ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. 

23 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების“ შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.