გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“.