სანდრა რულოვსმა "შაბათის ფორმულასთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"მქონდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, დეკემბერში. მიშას თემაზე, სხვათაშორის გვარამიაზეც ვსაუბრობდი. მან მითხრა, ჩვენ თუ მიშას საზღვარგარეთ გავუშვებთ სამკურნალოდ, ეს არის იმის დამადასტურებელი რომ ჩვენთან არ ვარგა ჯანდაცვა და ეს ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე. მე ვფიქრობ, პრეზიდენტი აწონ-დაწონის რა ხდება ევროპასთან მიმართებაში, ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებაში და მიხვდება რომ ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორია, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის პატიმარი", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.