მიშა 21 წლის მერე არ მინახავს, მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას, მანამ სანამ გათავისუფლდება - ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„მიშა 21 წლის მერე არ მინახავს, როცა საბერძნეთში ვიყავით ერთად, ამის მერე არ მინახავს, მე მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას, მანამ სანამ გათავისუფლდება, სხვა დრო და ვითარებაში, გათავისუფლების პირობებში ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე, საუბარი რა თქმა უნდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ის არის ჩაკეტილი უდანაშაულოდ, ეს რა თქმა უნდა, მთელი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია. იმედი არსებობს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ზელენსკის „თამადობით“ რაღაცნაირად შეიცვლება დამოკიდებულება. ჩვენი რეგიონის ქვეყნები ისედაც აღიარებენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ყველა უნდა ჩაერთოს, რომ არ გამოუვიდეთ მათ პირადი შურისძიების აქტი“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.