საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამგლოვიარო დღეებში ვერ მოახერხეს სამების ტაძარში პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა დღესაც ექნებათ, როგორც ღვთიმსახურების დროს, ისე – სამგლოვიარო მსვლელობისას.
მისი თქმით, სამგლოვიარო მსვლელობისას, მარშრუტის გასწვრივ ცოცხალი დერეფნები მოეწყობა.
„15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის. ვიცი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად ჩაკეტილი არ იქნება, შეეძლებათ, რომ შემოვიდნენ მსახურების დროს.
გადასვენების პროცესში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ მარჯვნივ, მარცხნივ. იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდება გამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ ასე მიაგონ საბოლოო გზაზე გზაზე პატრიარქს. დერეფნები მოწესრიგებული იქნება ჯებირებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.




