საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მანამდე კი, პრეზიდენტმა ნაკრების წევრებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა:
„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის - ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა უსასრულო იყოს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.